Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

მაშინ როცა...

მაშინ როცა...
დღეს საოცრად კარგი საღამო იყო. ვისხედით და ვიხსენებდით ყველაზე უხერხულ, უფრო სწორედ კი არასასურველ, გაურკვევლობაში ჩამგდებ, გადამგდებ და "გასაშრობ" სიტუაციებს რომლებიც შეყვარებულ მამაკაცს გადახდენია ხოლმე. არ ვიცი, სავსებიტ შესაძლებელია რომ ამ ჩამონათვალიდან რამოდენიმე შენც გადაგხდომია. გეთანხმები, ნაკმებად სასურველი და მართლაც არასასიამოვნოა. მაგრამ აბა ახლა წაიკითხე რა შეგრძნება დაგრჩება!?

  • როცა შენიანები გთხოვენ სახლიდან ძველი ავეჯის გაზიდვაში დაეხმარო. დიდ ტახტს მითრევთ, გამწარებულ–გაოფლილ– გავენარებული ხარ და ის სწორედ მაშინ გამოჩნდება ქუჩაზე...

  • როცა ტელეფონის ყურმილში სანთლის ცვილივით იღვენთება შენი გრძნობები. მოზღვავებული გრძნობებისგან თავბრუსხვევასაც გრძნობ. გინდა არ გაგაწყვეტინოს, ბოლომდე  გაცადოს სათქმელი. თითქოს ერთ ამოსუნთქვაზე ამოგაქვს ყვლაფერი რისი თქმაც გსურდა და ახლა მისგან განაჩენის მოლოდინში გააბული ელი მის პასუხს.  იქედან კი ჯერ გაურკვეველი ხრაგუნი გესმის, მერე შრიალი და ბოლოს მისი ხმა „ მეზობელი იყო, სიგარეტი ხომ არ გაქვსო მკითხა. ხოდა რას მიყვებოდი!?“

  • როცა საგულდაგულოდ შერჩეულ ღია ბარათზე შენთვის ამ ქვეყანაზე ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვებს წერ, ლამაზ კონვერტში დებ. მისი დაქალებით გადატენილ ოთახში შედიხარ. მზად ხარ სახალხო აღიარებისთვის. კონვერტს უწვდი. ის გართმევს, დაუფიქრებლად ორად კეცავს და ყავა დაღვრილ ჟურნალის მაგიდის ფეხს უკეთებს. „აი ასე, გოგოებო ახლა არ დაგეღვრებათ ყავაა...“

  • როცა ლექს გიგზავნის, კითხულობ ათრთოლებული, სიტყვებს ახტები, მერე ისევ უბრუნდები. რამოდენიმეჯერ კითხულობ თავიდან ფრაზას.. და მერე აღმოაჩენ რომ ეს მის ძველ სიყვარულს ეძღნებოდა...

  • როცა ხასხასა ვარდების დიდ თაიგულს შეიძენ. დავარცხნილ–სუნამონაპკურებ–გამოწყობილი მისი სახლის კართან აიტუზები. ცახცახით აჭერ ელექტრო ზარს ხელს. კარები იღება და... მისი 85 წლის ბებო გხვდება. ცოდან ჩამოვარდნილი, უმალ ფხიზლდები, შენი და თაიგულის დანახვაზე ისედაც დაბნეულ ბებოს უწვდი ვარდების კონას... „ ეს... ჩემგან ... რომ დაბრუნდება გადაეცითრომ მე ვიყავი“ ლუღლუღებ და ვარდებს აჩეჩებ. „კი ბებო“ იღიმის ბებო და მერე უეცრად ოთახიდან გამოვარდნილ პატარა ცუგას სახლში შესადენად ამ შენ ხასხასა თაიგულს ცოცხივით ურახუნებს...

  • როცა მობილურის ეკრანზე აცახცახებული კითხულობ სმს. „დღეს დედაჩემს ვეჩხუბე. უარზე იყო, მაგრამ ბოლოს მითხრა რაკი ასე გიყვარს და გინდა რა გაეწყობაო. მგონი მასაც ჭკუაში დაუჯდა. მომილოცე“ ბედნიერებისგან არ იცი რა იფიქრო. ხურხარ. ცახცახებ. გინდა დაურეკო და... მეორე სმს „ ვაიმე მაპატიე, თამუნას ვწერდი და შენთან მოვიდა. გუშინ მაღაზიაში ჩემს საყვარელ სუნამოზე სეილი გამოაცხადეს“

  • როცა მშვიდ, მთვარიან საღამოს გვრიტებივით სხედხართ სკამზე ზღვის პირას. ცა, ზღვა დედამიწა და სრულიად გალაქტიკაც პროვოცირებას გიწყობს რომ ბოლოს და ბოლოს გამოუტყდე და უთხრა რაც გსურს. როცა შენს ყველაზე სანუკვარზე იწყებ საუბარს და „ აუ რა გამახსენდაა... დღეს ფოტოები გადავიღეთ თმუნასთან. მისი ახალი მეზობელი იცი რა ბიჭია? მაღალი, სიმპატიური, თან შეყვარებული არ ყავს“...

  • როცა სახლისკენ მიაცილებ. რაღაცაზე გაცხარებული მხიარულად საუბრობთ, თან გიხარია რომ მასაც უხარია. უცებ ტელეფონი რეკავს, ის დარცხვენილად პასუხობს, მზერას გარიდებს და შენ მხოლოდ ეს გესმის „ ხო, ... არა... რა?... აუ არ ვიცი... ჰმ...შეიძლება.... არარსებობს... ასე ფიქრობ?...ხო მახსოვს წხელ რომ მწერი...“....
ჰაა. გეცნო რომელიმე? არ გამოვრიცხავ რომ უფრო "უარესი"ც მომხდარიყოს. ასე რომ ეს ტემა ჯერ არ არის დახურული :)






9 comments:

  1. haa.. magaria... rogor ar maxsovs eg gancda. isic maxsovs, mamamisi rom shemomechexa marshutkashi. orivem vicanit ertmaneti. fulis gadaxda da dapatijeba momerida,nu ar gaucnivar jer. da ase malulad rom vaparebdit mzeras ertmanetisken :))))))

    ReplyDelete
  2. uii she sacyalo ase itanjebodi xolme ymacvilkacobisas?))))))

    ReplyDelete
  3. ნუ ღელავ. შემდეგი პოსტი ქალებზე იქნება :)

    ReplyDelete
  4. ”როცა შენიანები გთხოვენ სახლიდან ძველი ავეჯის გაზიდვაში დაეხმარო. დიდ ტახტს მითრევთ, გამწარებულ–გაოფლილ– გავენარებული ხარ და ის სწორედ მაშინ გამოჩნდება ქუჩაზე...”
    :D :D :D ნუ ეს არის закон подлости, სქესის მიუხედავად ასე ხდება ხოლმე, მაგ. დილით თავი ჩამოარტყი საწოლის კიდეს, ტუჩი გაქვს გახეთქილი და ფიქრობ ნიკაპი სახლიდან გამოსვლის შემდეგ გალურჯდა თუ არა, გამწარებული მიიჩქარი მაღაზიისკენ,გაბრაზებისგან ხმამაღლა ბურდღუნებ და გვერდით გახდვისას აღმოაჩენ რომ გიყურებს გაოგნებული...

    ReplyDelete
  5. პირველი პუნქტი აშკარად მაგარი იყო :-) ლექსის ამბავიც ძალიან რეალურია, მარა ამას აქვს ტავისი გამართლება, ქალებს გვჩვეია ხოლმე მსგავსი რაღაცეების საყვარელ ადამიანებზე გაზიარება, ე.ი. გენდობა ;-)
    აი, ღია ბარათი კი არარეალურია, ასეთი რამე ან არ ხდება, ან მაგარი გულქვა და უცნაური ქალბატონის შემთხვევაა...

    ReplyDelete
  6. :) ლექსი? გეთანხმები. ნდობის ფაქტორი აქ არის. თუმცა სხვა რაღაცეებიც ...
    უცნაურები? :) კიი თან ძალიან :)

    ReplyDelete
  7. რო კვირას სახლში გენერალურ ლაგებას მოაწყობ, შესაბამისად ძველებს ჩაიცვამ, და ლაგებისას რაც ზედმეტი მოგყვა სახლში ბოლოს დაღლილ-გაძეძილს ჩაგაქვს გადასაყრელად სახლის კუთხეში, იქ კი მანქანების გრიალ-ზეიმით ქორწილს გადაეყრები, "მის" ქორწილს და მანქანიდან ხელს დაგიქნევს :D გასახსენებლად სასაცილო და უხერცულია, მაგრამ მაშინ კოშმარული იყო

    ReplyDelete
  8. :) უი... :)) ეგ მართლა კოშმარი იქნებოდა :) სამაგიეროდ ახლა ხო მამატე ამ სიას ;) ანუ მიაყოლე იმ "ჩანთებს"

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]