Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ისევ შოკოლადი

ისევ შოკოლადი

რამოდენიმე თვის წინ “ღმერთების საჩუქარზე” , შოკოლადზე გიამბეთ. უფრო სწორედ დაგაგემოვნებინეთ სხვადასხვა სახის ნუკბარი ჩემს ვირტუალურ კაფეში. შემდეგ კი შეგპირდით რომ ამ სასუსნავს კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით მეთქი. ხოდა მოვიდა დრო შოკოლადით გათხაპნული თითები გავილოკოთ და ცოტათი უფრო ახლოს გავეცნოთ ამ “საჩუქარს”.
ყველასათვის კარგად არის ცნობილი რომ შოკოლადი უმრავლესობისთვის კარგ განწყობასთან, ამაღლებულ ტონუსთან ასოცირდება. უპირველეს ყოვლისა ეს შეგრძნება ჩვენი ცელქი ბავშვობის დანატოვარია. ყველაზე გემრიელი და საოცნებო ტკბილეული ხო შოკოლადის ფილა, ან დათუნიას კანფეტები იყო. გაიხსენეთ რა ნეტარებით მუსრავდით საჩუქარს. თან ვაი თუ ვინმე შეგეზიარათ. სადმე უნდა განმარტოვებულიყავით და მმმ. რა გემრიელიააა…
რათქმაუნდა მარტო “ტკბილ მოგონებებში” არ არის საქმე. 
კოფეინი! ერთი ფილა შოკოლადი უფრო მეტ კოფეინს შეიცავს ვიდრე ხსნადი ყავის სერიოზული პორცია. გარდა ამისა შოკოლადი შეიცავს რკინას, მაგნიუმს და კალიუნს. ეს ის ნივთიერებებია რომელთა უკმარისობაც იწვევს გულის რითმის, ნერვული იმპულსების გადაცემის სიხშირის დარღვევას. კალიუმი ნატრიუმთან ერთად კი ზემოქმედებენ სისხლის წნევაზე და გულის კუნთების სწორ რიტმზე. რაც შეეხება ცილებს და ცხიმებს, მათი შემცვლელობა შოკოლადში 30 %-ია რის გამოც 100 გრამ შოკოლადზე 500 კალორია მოდის. ეს ისე, ქალბატონებიშთვის. თორე ჩემთვის ორჯერ მეტიც რო იყოს ამით არც არაფერი იცვლება.


თუ სამოგზაუროდ ემზადებით, გირჩევთ  ერთი ან ორი ფილა შოკოლადი მაინც ჩადოთ ჩანთაში. ის ძალიან სასარგებლო საგზალია. რაზეც უთუოდ დამეთანხმებოდნენ ის ალპინისტები რომლებიც 1993 წელს კავკასიონის ქედს გადაღმა ჩარჩნენ თოვლში და მათი საზრდო რამოდენიმე დღის განმავლობაში მხოლოდ 2 ცალი მარსის შოკოლადი გახლდათ. შოკოლადი ასევე ამერიკის სამხედრო ფორმირებების პირად რაციონშიც არის შეტანილი. მას დიდი სიამოვნებით კვნეტენ ასტრონავტებიც კოსმოსში.
ხო მართლა, სულ ტყუილად გაშინებენ კარიესით. შოკოლადს ყველაზე ნაკლები ზიანი მოაქვს  ემალისთვის. ის სწრაფათ ათვისებადია, ხოლო დარჩენილ ნაწილაკებს ნერწყვი ძალიან მალე აცილებს კბილებს.
მის თვისებებზე მეტს აღარ ვისაუბრებ. არ მინდა ქიმია ბიოლოგიის გაკვეთილს დაემსგავსოს. ახლა რამოდენიმე საინტერესო ფაქტს გიამბობთ. დავიწყოთ ასე.


იცით თუ არა რომ: 
კაკაოს ნაყოფი ნესვს პატარა წააგავს. მის შიგნით 20 დან 40 წლამდე კაკაოს მარცვალია მოთავსებული.

ერთი კილოგრამი კაკასო მისაღებად საჭიროა 900 კაკაოს მარცვალი.

პირველად შოკოლადის ფილა მეთვრამეტე საუკუნეში, მექსიაკაში შეიქმნა.

“გირი-ჩოკო” ანუ სოკოლადის ვალი. ასე ქვია იაპონურ ტრადიციას სადაც ბატონები თავის ქვეშემჯდომებს კეთილგანწყობის ნიშნად შოკოლადს სჩუქნიდნენ

შოკოლადის ყველაზე დიდ მომხამრებელს ბრიტანეთი წარმოადგენს. შოკოლადის ხვედრითი წილი ადამიანზე აქ რვა ნახევარ კილოგრამს შეადგენს.

საინტერესოა , რამდენ კოლოგრამ შოკოლადს ჭამთ თქვენ. თუმცა რაც მეტი მით უკეთესი. მე კიდევ დაგიბრუნდებით და მოგიწვევთ ჩემს საკონდიტროში. ოღონდ შემდგომში შოკოლადის ნაირსახეობაზე მოგიყვებით. მანამდე კი შემოფრცქვენით შოკოლადის ფილას ფოლგა. მოკალათდით სავარძელში და ის შეგრძნება გაიხსენეთ. ბებო რომ ჩუმად გაძლევდათ გადანახულ შოკოლადს და ნეტარებით რო აცმაცუნებდით. თან იმაზე ფიქრობდით როგორმე გაგეხანგრძლივებინათ ეგ მართლაც არამიწიერი სიამოვნება.


მომავალ შეხვედრამდე ჩემს ვირტუალურ კაფეში.

4 comments:

  1. გავსუქდით, ნუ გვიკეთებ ამას.....

    ReplyDelete
  2. ეს მხოლოდ ქალებისთვისო... რა, კაცებს მაინცდამაინც ღიპები უნდა გქონდეთ? :ლოლ:
    მე არ მაინტერესებს არაფერი, ყოველდღე თუ არა, დღეგამოშვებით ვჭამ შოკოლადს. თუმცა ამ ბოლო დროს ხორციან საჭმელებს მივეძალე და რძიანი შოკოლადების მიყოლება კიდევ არ შეიძლება. კარგი რამეა შოკოლადი, გულისრევამდე შეიძლება ჭამო და მაინც არასოდეს შეგძულდება.

    ReplyDelete
  3. არა, ღიპები არ უნდა ჰქონდეთ. მაგრამ ღიპების ქონა–არ ქონა ჩვენ ისე ძლიერ არ გვაღელვებს როგორც ქალებს ზედმეტი კგ :)

    ამ ტემპით თუ გავაგრძელე წერა შოკოლადზე, მალე საკონდიტროს გავხსნი მგონი.

    ReplyDelete
  4. ეხლავე წავალ და დავაგემოვნებ..მმმმ..

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]